შოთა თუთბერიძე - მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში

ცხადია, ბრალდებულებს არავითარი ურთიერთგამომრიცხავი, ან ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები არ აქვთ - ისინი არიან პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებული „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში.

„ცხადია, არავითარი ურთიერთგამომრიცხავი, ან ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ბრალდებულებს არ აქვთ. ისინი არიან პოლიტპატიმრები. ზოგადად, „ქართული ოცნების“ სასამართლოს ჯგუფურ და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ცოტა უცნაური მიდგომა აქვს. არა ერთი საქმე გვახსოვს, სადაც მსჯავრდებულები არიან ჯგუფური დანაშაულისთვის ისე რომ, ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. რაც შეეხება ზოგადად პროცესს - მე ვფიქრობ, დღევანდელი პროცესის მიმართ პოზიტიური მოლოდინები ობიექტური გადაწყვეტილებისა არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა, თუმცა სამაგიეროდ, გამოვლინდა, რომ მოსამართლე, რომელმაც გადაწყვიტა პოლიტიკური პატიმრების ბედი, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში. ის იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და მას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი განწყობები არ უნდა ჰქონდეს,“ - გამაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო