მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერზე - მინუსი იყო ის, რომ ამჯერად ნაკლებად აქტიური იყო "ჯენზი", ხდებოდა მკვეთრი ზღვარსგადასული მოთხოვნების არტიკულირება - ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება”.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს 4 ოქტომბრის შედეგებზე.

„4 ოქტომბრის შედეგები ის იყო, რომ:

1) ჩაფლავდა სპეცოპერაცია, ბოიკოტმა კიდევ უფრო მეტი წყალი შეუყენა კრიმინალურ რეჟიმს.

2) მოხდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, გამოჩნდა თუ ვინ არის ივანიშვილის დაცვის მეორე ხაზი, მათი მოლაპარაკე ენები, რომლებიც ოლიგარქის ფულით ცდილობენ, გაამართლონ კოლაბორაციონიზმი და მოახდინონ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია.

3) ბოიკოტში ის ძალებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც არ ჩანდნენ ადრე ჯენზის გვერდით, მინუსი იყო ის, რომ ამჯერად ნაკლებად აქტიური იყო ჯენზი.

4) ხდებოდა მკვეთრი ზღვარს გადასული მოთხოვნების არტიკულირება.

5) ჰქონდა ადგილი პროვოკაციებს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არის მთავრიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანა.

და ბოლოს - ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება!“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს