რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს - უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და რომ თურქეთი მშვიდობისთვის მუშაობას გააგრძელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს