მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწავლო ცენტრში გამართული შეხვედრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი წარმოადგენს უწყების მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ინსტიტუციური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ხაზი გაესვა სასწავლო ცენტრის პრესტიჟის ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების მომზადების მნიშვნელობას, რომლებიც თავისი პროფესიული ცოდნით, შეუერთდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რიგებს.

მამუკა მდინარაძემ სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად დაათვალიერა სასწავლო ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა და უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს