ვაკის რაიონში ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობას, ასევე, ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია გვქონდა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები არ გაჩერებულან და ქალაქისთვის საჭირო საქმეებს განაგრძობდნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა საპარკე ავეჯი და მოსასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება