4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული აქტივისტის, ნანა სანდერის ადვოკატი მის მოსანახულებლად მივიდა

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნანა სანდერის მოსანახულებლად მისი ადვოკატი აიჰან ჰასანლი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მივიდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ საქმის მასალებს არ გასცნობია და ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, თუ რას ედავებიან კონკრეტულად დაკავებულ აქტივისტს.

„როგორც ვიცით, დაკავებულია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. გამოძიებაც მიმდინარეობს, ზოგადად, 4 მუხლით, თუმცა უშუალოდ, რა კვალიფიკაციის და რა ქმედების ჩადენასთან მიმართებით ედება ბრალი, ჯერ არ ვიცით. საქმის მასალებზე ამ ეტაპზე წვდომა არ გვაქვს. ეს ბრალის წაყენების შემდეგ მოხდება. ახლა მოვინახულებ და გავარკვევ დეტალებს, დაკავების მომენტის და ასე შემდეგ",- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, აიჰან ჰასანლი აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ ერთი პირის მამუკა ლაგუჩიძის შესახებაც ისაუბრა, რომლის ინტერესებსაც თავად იცავს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება და ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვს.

„როგორც მითხრეს, სხვა იზოლატორებში ადგილი არ იყო, აქედან გამომდინარე, "მოდულის" შენობაში იყო. ჯერ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. აქციაზე ყოფნას აღიარებს, თუმცა რა მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება, ჯგუფური ძალადობა, სხვისი ქონების დაზიანება და ასე შემდეგ, აღნიშნული ქმედების ჩადენის ფაქტს არ აღიარებს. მის წინააღმდეგ რაიმე კადრი არსებობს თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით, რადგან საქმის მასალები არ გვაქვს",- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი