რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მუხტი, რომელიც ალასკის სამიტმა გააჩინა, დაიკარგა

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მუხტი, რომელიც ალასკის სამიტმა გააჩინა, დაიკარგა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის მუხტი, რომელიც შეთანხმების მისაღწევად ანკორიჯის სამიტმა გააჩინა, მოწინააღმდეგეებისა და „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ მხარდამჭერების, პირველ რიგში კი ევროპელების ძალისხმევით, დიდწილად დაიკარგა“, - განაცხადა რიაბკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ების ტიპის რაკეტების შესაძლო გადაცემა სერიოზული ესკალაცია იქნება.

„ნამდვილად, მსგავსი სისტემების გამოჩენა, თუ საქმე აქამდე მივა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს. თუმცა, ეს ჩვენი დასახული მიზნების მიღწევაზე გავლენას არ მოახდენს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს