Reuters - რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლუტონიუმის მარაგების შემცირების შესახებ აშშ-თან დადებული შეთანხმებიდან გასვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლუტონიუმის მარაგების შემცირების შესახებ აშშ-თან დადებული შეთანხმებიდან გასვლას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ აშშ-თან დადებული „პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმების დენონსირების შესახებ“ კანონი მიიღო.

„აშშ-მა ახალი ანტირუსული ნაბიჯები გადადგა, რომლებიც შეთანხმების დადების დროს არსებულ სტრატეგიულ ბალანსს ფუნდამენტურად ცვლიან და სტრატეგიული სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს ქმნიან“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შეთანხმება, რომელიც აშშ-მა და რუსეთმა 2000 წელს გააფორმეს, მხარეებს 34 ტონა საიარაღო პლუტონიუმის განადგურებას ავალდებულებდა. შეთანხმება ძალაში 2011 წელს შევიდა, თუმცა რუსეთმა მისი შესრულება 2016 წელს შეაჩერა. რუსეთმა აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ „არამეგობრული ქმედებები, ნატო-ს გაფართოება და აშშ-ის მიერ პლუტონიუმის განადგურების წესების ცვლილება“ დაასახელა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს