ლევან მაჭავარიანი - ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის და შეკრების უფლება უზრუნველყოფილია - 4 ოქტომბერს სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატური იყო და მათ გაცილებით მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ხდება

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის და შეკრების უფლება უზრუნველყოფილია - [4 ოქტომბერს] სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატური იყო და მათ გაცილებით მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ეუთო\ოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა უნდათ, ამის საშუალება აქვთ, მაგრამ როცა პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებს სცდება, რეაგირება უნდა მოხდეს.

„ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის და შეკრების უფლება უზრუნველყოფილია. ამის ნათელი მაგალითია ის, როცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებს 40/50 ადამიანი კეტავს. არ მგონია, მსგავს უფლებას რომელიმე სხვა დედაქალაქში აძლევდნენ. როცა მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა უნდათ, ამის საშუალება აქვთ, მაგრამ როცა პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებს სცდება, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს. 4 ოქტომბერი თვალსაჩინო მაგალითი იყო, როცა ხელისუფლების დამხობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, პრეზიდენტის რეზიდენციის პირდაპირ შტურმი იყო. სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატური იყო და მათ გაცილებით მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ხდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება