ევროკავშირის ელჩებმა უკრაინასთან ახალი სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ახალი ვერსია დაამტკიცეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტმა „უვიზო ვაჭრობის“ შეთანხმება უნდა ჩაანაცვლოს, რომლის ვადაც 2025 წლის ივნისში ამოიწურა.

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირის ელჩების დონეზე დამტკიცდა და ევროკავშირის მინისტრები მის რატიფიცირებას 13 ოქტომბერს მოახდენენ.

წყაროს ცნობით, ევროკავშირის მიერ დამტკიცების შემდეგ, უკრაინასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების კომიტეტის ფარგლებში, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შექმნილ სავაჭრო კონფიგურაციაში დამტკიცდება, მას შემდეგ, რაც უკრაინაც დაადასტურებს თავის პოზიციას.

აღნიშნული პროცედურების შემდეგ, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო წესები ამოქმედდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება