ირაკლი ჩიქოვანი ანკარაში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

უწყების ცნობით, წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.

„სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების გეგმებს სამმხრივ ფორმატში განიხილავენ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან - იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და განცხადებებს გააკეთებენ.

თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად იმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს, მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება