4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული - მთავარ სამმართველოში ადგილი ჰქონდა ცინიზმს, თუ ვინმეს რაიმე მოადგა პირზე, ყველაფერი მითხრეს, გინება, მუქარა

როდესაც მთავარ სამმართველოში მიმიყვანეს, თუ არ ვცდები დგებუაძე იყო, ვის კაბინეტშიც ვიყავი, ადგილი ჰქონდა ცინიზმს. თუ ვინმეს რაიმე მოადგა პირზე, ყველაფერი მითხრეს, გინება, მუქარა… ბოდიში და „გიხმართო“, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა თორნიკე მჭედლიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

„ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, მისი იტერესი და იდეა არ ყოფილა დარბევა და ძალადობა.

“ჩემი იტერესი არ ყოფილა დარბევა და ძალადობა. ჩემი მოქმედება იყო განზრახული ადამიანის გადასარჩენად, ეს აქციის წევრი იქნებოდა, თუ პოლიცია. როდესაც ვუშველე აქტივისტს, რამდენიმე წუთში ვუშველე პოლიციელს, სასწრაფოსთან მივიყვანე”, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ბრალდებულების: თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანის, ევა შაშვიაშვილის და დავით სტურუას პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ადვოკატმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენებას სთავაზობს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს