„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკია - Global Finance

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. იგი ზედიზედ მეორე წელს, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.

გარდა ამისა, დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკმა კიდევ ხუთი ჯილდო მიიღო, ესენია:

  • მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინპროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ბანკები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები.

„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარების პარალელურად, მთელი მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები საბანკო საქმიანობის მომავლის, ინოვაციურობისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, - განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.

„ეს გამარჯვება თითოეული ჩვენგანის ერთობლივი შრომის, ინოვაციების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია. Global Finance-ისგან მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღება არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ უდიდესი მოტივაციაც, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სტანდარტი. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს, რომლის ყოველდღიური ძალისხმევით საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოა”, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, საბოლოო გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს