„ლიბერთის“ კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“

ლონდონში, გაიმართა პრესტიჟული მედია გამოცემა Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოება “Best Digital Bank Awards 2025”, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და მიიღო ჯილდო „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“.

ლიბერთიმ ასევე მიიღო ორი ჯილდო:

"საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში" და

"საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში".

"ეს ჯილდო ადასტურებს ლიბერთის სტრატეგიულ ხედვას - გავაგრძელოთ ინვესტირება ინოვაციებში, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებში.

ლიბერთისთვის პრიორიტეტად რჩება ციფრული განვითარება და თანამედროვე საბანკო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

Global Finance-ის ჯილდოს მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია - ეს არის პირველი საერთაშორისო აღიარება, რაც ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგია." - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარული ვარ, რომ Global Finance-ის მიერ მინიჭებული ჯილდოებიდან ერთ-ერთი მარკეტინგის მიმართულებას ერგო. ეს დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია პროდუქტების განვითარების გარდა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის, ინოვაციური არხების გამოყენებისა და გამოცდილების გაუმჯობესების პროცესიცაა.

ჩვენთვის ნებისმიერი ციფრული არხი არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან ერთად ვქმნით ღირებულებას.

კამპანიების ცენტრალიზებულმა მართვამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთიანად ვაკონტროლოთ ბრენდის ტონი, კამპანიები იყოს თანმიმდევრული და ეფექტური, ხოლო კომუნიკაციის სტრატეგია - მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.

ეს აღიარება გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის ხარისხი და გავაგრძელოთ სიახლეების დანერგვა.”- თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

Global Finance-ის ჯილდოები მსოფლიოს ფინანსურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად მიიჩნევა და ყოველწლიურად აერთიანებს წამყვან ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის