სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულებს - თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

ადვოკატებმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მოსამართლე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.

პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თორნიკე მჭედლიშვილი “უმოწყალოდ იქნევდა ჯოხს და ძალადობდა გარშემო მყოფებზე, პოლიციელებზე.

კადრებით დასტურდება, რომ მან დააზიანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე”.

თავის მხრივ, თორნიკე მჭედლიშვილმა აღნიშნა, მისი ინტერესი და იდეა არ ყოფილა დარბევა და ძალადობა.

“ჩემი ინტერესი არ ყოფილა დარბევა და ძალადობა. ჩემი მოქმედება იყო განზრახული ადამიანის გადასარჩენად, ეს აქციის წევრი იქნებოდა, თუ პოლიცია. როდესაც ვუშველე აქტივისტს, რამდენიმე წუთში ვუშველე პოლიციელს, სასწრაფოსთან მივიყვანე”, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი