“ჯივიპიმ"  ქალაქ რუსთავში მოდებაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში მნიშვნელოვან პროექტებს აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე ეტაპზე კომპანიამ მოდებაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ამორტიზებული მაგისტრალური ქსელი სრულად განაახლა.

„ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, აღმაშენებლისა და მოდებაძის ქუჩების კვეთაზე გადაერთებით სამუშაოებს "ჯივიპი" ხვალ, 9 ოქტომბერს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 ოქტომბერს, საღამოს 23:00 საათიდან, 10 ოქტომბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავში - მე-11-12, მე-16-19, მიკრორაიონებს, დავით აღმაშენებლის ქუჩას და I,II,III,IV გასასვლელებს, გრიგოლ ხანძთელის, ამირან ფანცულაიას, შოთა მოდებაძის, ალუბლების ქუჩას და გასასვლელებს, სანაპიროს ქუჩას და ჩიხს, ბესიკ კაპანაძის, სულიკო თოღორაშვილის, თორნიკე ერისთავის, დანიელ ჭონქაძის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩას, I და II შესახვევს, გიორგი ქუჩიშვილის, ალექსანდრე პუშკინის, ღლონტის (ლადო გუდიაშვილის ქუჩა), გალაქტიონ ტაბიძის, ივანე ტურგენევის ქუჩას და ჩიხს, ელენე ახვლედიანის და დავით კაკაბაძის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის