გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, ოძისი, ჭაშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჟებოტა, თეგერაანები, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუდაური, ქვეშეთი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, ლისი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამულო, მლაშე, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-დან 17:05 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, ჭოპორტი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!