საპროტესტო მარშის მონაწილეებმა „წინააღმდეგობის ახალი ფაზის“ დაწყების შესახებ სამოქმედო გეგმა წარადგინეს

საპროტესტო მარშის მონაწილეებმა „წინააღმდეგობის ახალი ფაზის“ დაწყების შესახებ სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

გეგმა „რუსთაველის“ მეტროსთან შეკრებილებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გოტა ჭანტურიამ გააცნო.

გეგმის თანახმად, მოხდება საპროტესტო მარშების რუტინის ეტაპობრივი ცვლილება - გაფართოვდება და გამრავალფეროვნდება. ასევე, გეგმა ითვალისწინებს, დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობებსა და მასშტაბურ ღონისძიებებს.

"ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის.

ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს ერთი მხრივ, განვლილის შეფასებას და მეორე მხრივ, სტრატეგიულ განახლებას.

გვინდა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს შეფასება და განახლება შემოგვთავაზოთ:

ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ წინააღმდეგობის არცერთ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად.

ერთი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-მე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათობით რეგიონებში. უწყვეტი რუტინის შემდეგ მივწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახის გვერდით.

ახლა, როცა ავტორიტარიზმი ყოველდღე ძლიერდება, ახლა, როგორც არასდროს აუცილებელია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით ერთად დავუპირისპირდეთ.

ამისთვის ვგეგმავთ საჯარო და განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ბაზრობებზე იმ ინფორმაციების მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ-სივრცეში პროპაგანდასთან აქტიურ ბრძოლას.

მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას, არა ყოველდღიური ტრაექტორიების გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას. დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობასა და მასშტაბურ ორგანიზებას.

ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას კრიტიკული მედიის მიმართ, რა მოთხოვნებიც გვქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე, თუ მის გარეთ მყოფ ხალხს გვინდა, მტკიცედ ვთქვათ, ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა.

ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე.

თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის ბოლომდე", - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო