4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ვახტანგ ფიცხელაური - ორჯერ დამაკავეს, ჯერ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით - პირველად დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი: მათრიეს, იყო შეურაცხყოფა

პირველად დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მათრიეს, იყო ძალადობა, შეურაცხყოფა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრისაქციის ფარგლებში დაკავებულმა ვახტანგ ფიცხელაურმა სასამართლოზე განაცხადა.

მან დაკავების გარემოებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს შემდეგ კი, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, შემდეგ კი “სამხარაულში, სადაც დააწერინეს ხელწერილი, რომ დაურეკავდნენ და გამოცხადდებოდა, თუმცა სხვა პოლიცია დახვდა და ხელბორკილები დაადეს”.

“ორჯერ დამაკავეს, ჯერ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით. ადმინისტრაციულით დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი: მათრიეს, იყო ძალადობა, შეურაცხყოფა….ეს მოხდა, როდესაც პირველად დამაკავეს.

მანქანიდან, როდესაც გადმომათრიეს, მაშინ იძალადეს, დამარტყეს...

[ხელწერილის შემდეგ] პოლიციას არ ვიყავი გაცდენილი, როდესაც მეორედ დამაკავეს”,- აღნიშნა ვახტანგ ფიცხელაურმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ ხუთი პირის: ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის სასამართლო მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. მანამდე, სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული რვა პირის საქმე განიხილა. სასამართლომ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულებს: ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს. ხოლო ბრალდებულებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშიაშვილს და დავით სტურუას პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, ხუთს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, სამი პირი მიმალვაში იმყოფება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო