მიხეილ სააკაშვილი - ქუჩამ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, ორჯერ „მაიდანი“, ქუჩამ მოიტანა „არაბული გაზაფხული“, როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის აუცილებელი გზა - ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვინც სწორ გზაზე დადგება, გამარჯვება მისია

ქუჩამ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, ორჯერ „მაიდანი“, ქუჩამ მოიტანა „არაბული გაზაფხული“. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ თავისი გზა უნდა იპოვოს, მაგრამ ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს.

„მინდა, საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად კი მოკვდება პოლიტიკა.

ვერ მიიღებ იმაში მონაწილეობას, რაც არ არსებობს, კვდება თუ არა ამით პოლიტიკა? სრულიად პირიქით.

მოგიყვებით ისტორიას, 2 000-იანების დასაწყისში ოპოზიციამ გამართა კონფერენცია გუდაურში და ჩვენ მოწვეული გვყავდა იერუსალიმის უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორი შლომო ავინერი.

მაშინ ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ყოყმანობდნენ ქუჩის პროტესტის მიზანშეწონილობაში, შლომომ გააწყვეტინა და უთხრა: რატომ გეშინიათ ქუჩის აქციების? ეს ხომ პოლიტიკის ლეგიტიმური და ყველაზე ეფექტური გზაა.

ქუჩამ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, ორჯერ „მაიდანი“, ქუჩამ მოიტანა „არაბული გაზაფხული“ და მოაქვს რევოლუცია მაროკოში. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა.

ოცნებამ “არჩევნებში” ამომრჩევლის მხოლოდ 20%-ის დაწერა შეძლო, ამას დაემატა სხვა მონაწილე პარტიების მცირე პროცენტი, მაგრამ 70%-მა უნდა მიმართოს თავისი ენერგია სხვა ასპარეზზე, ქუჩის პროტესტით, გაფიცვით, ეროვნული დაუმორჩილებლობით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით.

ჩვენ რუსულ ოკუპაციურ დიქტატორული რეჟიმის წესებით არ უნდა ვიმოქმედოთ, შულერს არ უნდა მივუსხდეთ მაგიდასთან სათამაშოდ, ჩვენი გზა უნდა ვიპოვოთ. ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვინც სწორ გზაზე დადგება, წარმატება და გამარჯვება მისია!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა