ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ომზე ასიმეტრიულ პასუხებზე შევთანხმდით - სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი უნდა იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით ახალ „ასიმეტრიულ პასუხებზე“ შეთანხმდნენ.

კერძოდ, ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში მოისმინა.

„შევთანხმდით გარკვეულ გეგმებზე, რუსეთის ომზე ჩვენს ასიმეტრიულ პასუხებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, რომლის დეტალებიც, მისი თქმით, თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დობროპილიას კონტრშეტევით ოპერაციას. ზელენსკის თქმით, მისი დაწყებიდან, 21 აგვისტოდან, რუსებმა კოლოსალური დანაკარგები განიცადეს პოკროვსკის და დობროპილიას რაიონებში. კერძოდ, ზელენსკის ინფორმაციით, რუსების დანაკარგი უკვე 12 000-ზე მეტია, აქედან 7 200-ზე მეტი დაღუპულია.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა წინადადება.

„ამიტომ სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა არ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ არცერთ სიცოცხლისუნარიან გზას, მაგრამ თვლის, რომ „მხოლოდ რუსეთის იძულება იმუშავებს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს