რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონით თავდასხმის შემდეგ, გაზის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, „ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე“ დრონებით იერიში მიიტანეს, რის გამოც ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივი მოსახლეობისა და ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გუბერნატორის თქმით, „ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა კოტოვსკის რაიონში, საწვავ-ენერგეტიკის ობიექტებში ხანძარი გამოიწვია“.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ თავდასხმის სამიზნე „ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა“ იყო.

უკრაინული მედია წერს, რომ კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი უდიდესი ობიექტია. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში 450 მილიონი კუბური მეტრი გაზის ნედლეულია. ქარხნის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით თხევადი აირები და ბენზინი, ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს