ისააკ ჰერცოგი - შეთანხმება აღუწერელ შვებას მოუტანს მძევლების ოჯახებს, რომლებსაც 733 დღეა არ უძინიათ

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელი დილა ისტორიული და მნიშვნელოვანი ამბებით სავსე დილაა.

ის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მოლაპარაკებების გუნდს და შუამავლებს.

ის ასევე მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მძევლების გათავისუფლების, ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში ახალი რეალობის იმედის შექმნის საქმეში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „ეჭვგარეშეა, რომ ამისთვის ის ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს“.

„ეს შეთანხმება აღუწერელი შვების მომენტებს მოუტანს ძვირფას ოჯახებს, რომლებსაც 733 დღეა არ უძინიათ. ეს შეთანხმება ჩვენი რეგიონისთვის გამოსწორების, განკურნებისა და იმედის ახალი ჰორიზონტის გახსნის შანსს იძლევა“, - აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია