DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება.
DataFest Tbilisi 2025 მთლიანად მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ეძღვნება. განხილულ თემებს შორის იქნება:
“ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ მომავალი - ის უკვე აწმყოა. AI ყველგანაა: სათაურებში, ახალი პროდუქტების პრეზენტაციებსა და პროფესიულ დისკუსიებში. თუმცა, DataFest Tbilisi 2025-ზე ჩვენ ვცდებით შაბლონურ სიტყვებსა და გაზვიადებულ დაპირებებს და ვიკვლევთ, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი სინამდვილეში ადამიანებისთვის, ინდუსტრიებისთვის და საზოგადოებისთვის,” - ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ნინო მაჭარაშვილი.
ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული - დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებსა და სხვ. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 6000-მდე მონაწილეს, 300-ზე მეტ ვორკშოფსა და 310 სპიკერს უმასპინძლა. ყოველწლიურად, ფესტივალი სცენას უთმობს როგორც ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე მოწვეულ სპიკერებს ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Microsoft, Canva, Wix, Apple, IBM, Volvo და ა.შ.
წლევანდელი DataFest Tbilisi-ს ფოკუსია ხელოვნური ინტელექტი - როგორ გამოიყენება იგი სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, მმართველობა) და რა გამოწვევებს უკავშირდება მისი რეგულირებისა და ეთიკური საკითხები.
ფესტივალის ფორმატი მოიცავს პარალელურად მიმდინარე აქტივობებს:
გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.
DataFest Tbilisi-ის DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ForSet.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.
ხოლო პარტნიორია: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), Epam, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო
ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA - ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.
(R)