27-29 ნოემბერს თბილისში ფესტივალი DataFest Tbilisi გაიმართება

DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება.

DataFest Tbilisi 2025 მთლიანად მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ეძღვნება. განხილულ თემებს შორის იქნება:

  1. ტექნოლოგიები - ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების, LLM-ების, MLOps-ების, მონაცემთა ინჟინერიისა და კვანტური გამოთვლების უახლესი მიღწევები
  2. ბიზნესი და სტარტაპები - როგორ იქმნება, იზრდება და გარდაქმნის ბიზნეს სამყაროს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები
  3. ხელოვნება - სადაც კრეატიულობა ხვდება ტექნოლოგიას: გენერაციული დიზაინი და AI-ხელოვნება
  4. საზოგადოება - ეთიკა, რეგულაციები, ციფრული უნარები, სამუშაო ბაზრის მომავალი და პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტი

“ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ მომავალი - ის უკვე აწმყოა. AI ყველგანაა: სათაურებში, ახალი პროდუქტების პრეზენტაციებსა და პროფესიულ დისკუსიებში. თუმცა, DataFest Tbilisi 2025-ზე ჩვენ ვცდებით შაბლონურ სიტყვებსა და გაზვიადებულ დაპირებებს და ვიკვლევთ, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი სინამდვილეში ადამიანებისთვის, ინდუსტრიებისთვის და საზოგადოებისთვის,” - ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ნინო მაჭარაშვილი.

ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული - დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებსა და სხვ. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 6000-მდე მონაწილეს, 300-ზე მეტ ვორკშოფსა და 310 სპიკერს უმასპინძლა. ყოველწლიურად, ფესტივალი სცენას უთმობს როგორც ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე მოწვეულ სპიკერებს ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Microsoft, Canva, Wix, Apple, IBM, Volvo და ა.შ.

წლევანდელი DataFest Tbilisi-ს ფოკუსია ხელოვნური ინტელექტი - როგორ გამოიყენება იგი სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, მმართველობა) და რა გამოწვევებს უკავშირდება მისი რეგულირებისა და ეთიკური საკითხები.

ფესტივალის ფორმატი მოიცავს პარალელურად მიმდინარე აქტივობებს:

  • ინსპირაციულ გამოსვლებს მთავარ სცენაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერები გააზიარებენ ცოდნას, დაკვირვებებს, პროგნოზებსა და რჩევებს
  • სიღრმისეულ ვორკშოპებს, სადაც მონაწილეებს გამოცდილი სპიკერები და ტრენერები დაეხმარებიან ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ათვისებასა და გაუმჯობესებაში
  • სტარტაპ ექსპოებს, სადაც სტუმრებს რეგიონის მზარდი AI სტარტაპებისა და მათი AI პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ
  • Open Mic, სადაც ფესტივალის დამსწრეებსაც შეეძლებათ, ფართო აუდიტორიას მიმართონ საკუთარი იდეით, გამოცდილებითა თუ სადისკუსიო თემებით
  • Ask Me Anything, სადაც არაფორმალურ გარემოში, სფეროს ლიდერები გააზიარებენ პასუხებს არასტანდარტულ კითხვებზე კარიერის, გამოწვევების, შეცდომებისა და ნასწავლი გაკვეთილების ირგვლივ
  • Side Events, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, დაესწრონ თბილისის ოკუპაციის ტურს, ღვინის დეგუსტაციის ტურს, ყოველდღიურ წვეულებებსა და ფესტივალის შემაჯამებელ წვეულებას

გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.

DataFest Tbilisi-ის DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ForSet.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.

ხოლო პარტნიორია: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), Epam, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო

ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA - ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით