GCCA-მა საავტომობილო, საკონტეინერო და სასაწყობე დანიშნულების მქონე გათბობა-გაგრილების სისტემების ბაზარზე განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფიზიკური პირი თორნიკე კოტეტიშვილის მიერ შპს „ტკჯ“-ის 80 %-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შპს „ტკჯ“-ის საქმიანობის სფეროს საავტომობილო, საკონტეინერო და სამაცივრე-სასაწყობე დანიშნულების მქონე გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია და შეკეთება წარმოადგენს.

„განსახილველი კონცენტრაციის მხარეები და მათთან დაკავშირებული პირები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ბაზრებზე. აღნიშნულის და ასევე, სამიზნე ეკონომიკური აგენტის საბაზრო პოზიციების გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ განხორციელებული კონცენტრაცია ვერ მოახდენს გავლენას ბაზარზე და, შესაბამისად, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2025 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 15 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, ერთ კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის