არჩილ გორდულაძე - ჯო უილსონს თურმე, ღამე ეღვიძება, ჩემი ქართველები ხომ კარგად არიანო - ის ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში

ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადება.

მისი თქმით, „უილსონი არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური, კოშმარად გადაქცეული ადამიანი.”

„ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში. ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, თურმე ღამე ეღვიძება და არ აძინებს ხოლმე ჩემი ქართველები ხომ კარგად არიანო. ეს არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური, კოშმარად გადაქცეული ადამიანი” , - აღნიშნა გორდულაძემ.

გარდა ამისა, გორდულაძემ შეაფასა სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადება, რა დროსაც აღნიშნა, რომ ისინი „დიფ სთეითის” წარმომადგენლები არიან, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩევიან.

„ჯიმი და შაჰინი საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩევიან. განსაკუთრებულად ეზიზღებათ ქართველი ხალხი. ისინი ერთი ჩვეულებრივი “დიფ სთეითის” წარმომადგენლები არიან როგორც აშშ-ში, ასევე ცდილობენ რომ “დიფ სთეითის” გავლენები როგორმე სხვა ქვეყნებში გაზარდონ. განსაკუთრებული აგრესია აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. შესაბამისად, მათ მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას არ აქვს არანაირი ფასი, არც ქართველი საზოგადოებისთვის და არც „ქართული ოცნების” რომელიმე წევრისთვის. მათი განცხადებები მიზანმიმართულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ზუსტად ეს არის „დიფ სთეითის” სურვილი, რომ როგორმე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტურა მოვიდეს, რომელიც ყველა იმ დავალებას, რომელსაც „დიფ სთეითი” გასცემს, მონურად შეასრულებს, რაც 2003-2012 წლებში გაუკეთებიათ კიდეც.

წარმოუდგენელია, რომ ჯიმს და შაჰინს პრეზიდენტ ტრამპზე რაიმე გავლენა ჰქონდეს. წესით, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, მის ადმინისტრაციაზე „დიფ სთეითს” არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ”. მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

რაც შეეხება სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებას, ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნება“ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები. სენატორების განცხადებით, „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ყოფილი მთავრობის თანამშრომლებს ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის