სუს-ი „ჰექსოგენის“ საქმეზე - დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა - აღმოჩენილ იქნა კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი „კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა“.

მათივე ცნობით, შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით.

დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სუს-მა, 11 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე, ავტომანქანაში კი იპოვეს 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“, ასევე ამოღებულია 8 მობილური, კომპიუტერი, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სიმბარათები და „კოკაინი“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება