„ალდაგი“ ბიზნესის მხარდაჭერით ნეთვორქინგ ჯორჯია 2025 გაიმართა

ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერითა და ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით, ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება Networking Georgia 2025 გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას „ადგაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ნეთვორქინგის ხელოვნებაზე იყო დაფუძნებული და „წინანდლის მამულში“, ასზე მეტ კომპანიასა და პროფესიონალს უმასპინძლა. ფორუმი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ისეთ თემებს აერთიანებდა, როგორიცაა ბრენდინგი, ლიდერობა, ხელოვნური ინტელექტი, გუნდის მართვა და პარტნიორობა.

“ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს და ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომელიც მხარს უჭერს ბიზნეს სექტორის განვითარებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილები ვიყავით „ალდაგი“ ბიზნესის სახელით და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელიც სრულად მორგებულია ნეთვორქინგის ხელოვნებას, არის ის, რაც დღეს ბიზნესს ნამდვილად სჭირდება,” - აცხადებენ „ალდაგში“;

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. „ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება