რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას ყურადღებით დააკვირდება - ასევე, გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე 1967 წლის საზღვრების საფუძველზე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება

თურქეთი ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას ყურადღებით დააკვირდება, - ასე ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევას.

„მოხარული ვარ, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით შეთანხმების შესრულებას და პროცესში წვლილის შეტანას გავაგრძელებთ. ასევე, გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე 1967 წლის საზღვრების საფუძველზე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს, კატარსა და ეგვიპტეს შეთანხმების მიღწევის მიზნით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს