კახა კალაძე - ევროპარლამენტარები ხვდებიან ოპოზიციას, ჩვენ ვხვდებით ქართველ ხალხს, ეს არის განსხვავება - ყველამ უნდა გაიგოს, საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება!

ევროპარლამენტარები ხვდებიან ოპოზიციას, ჩვენ ვხვდებით ქართველ ხალხს, ეს არის განსხვავება - ყველამ უნდა გაიგოს, საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, საქართველოში, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების დელეგაციის მიერ დღეს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.

კითხვაზე, რა გზავნილია ის, რომ ევროპარლამენტარებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, კალაძემ დასძინა, „არანაირი“.

„ისინი ხვდებიან ოპოზიციას, ჩვენ ვხვდებით ქართველ ხალხს. ეს არის განსხვავება. კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა გაიგოს, საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება. წარსულს ჩავაბარეთ ის წლები. საქართველოში პოლიტიკას აკეთებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, გამოხატა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარებს შეხვედროდა, კალაძემ აღნიშნა - „არა, არ ვიცი, არც ჩამოსულებსა და არც ჩამომსვლელთა [შესახებ]“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი