კახა კალაძე - შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის, ვაფრთხილებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, თუმცა ეს გააკეთეს - სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება

შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ არ გვემეტება ციხისთვის და ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. თუმცა ეს გააკეთეს - შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კალაძემ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა როგორც უმძიმესი ფაქტი და აღნიშნა, რომ ეს პროცესები მარტივად არ ჩაივლის.

„უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და ამის სისრულეში მოყვანა სცადეს კონკრეტულმა პირებმა და დაჯგუფებებმა. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. ჩვენ ვაფრთხილებდით ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ არ გვემეტება ციხისთვის და ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. თუმცა ეს გააკეთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენს გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალი ვართ და ეს არის მათი არჩევანი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 36 პირია დაკავებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი