4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი - ამ ეტაპზე, მოკლებულები ვართ პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობებს, ქმედების აღიარებასთან ან უარყოფასთან დაკავშირებით - ბრალში არ არის ნათქვამი, რაში გამოიხატა ნიკა გვენცაძის ქმედება

ამ ეტაპზე, მოკლებულები ვართ პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობებს - ქმედების აღიარებასთან ან ქმედების უარყოფასთან დაკავშირებით - ბრალში არ არის ნათქვამი თუ რაში გამოიხატა ნიკა გვენცაძის [დანაშაულებრივი] ქმედება,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნიკა გვენცაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალის დადგენილება ზოგადია, სადაც არ ჩანს თუ კონკრეტულად რა ქმედებას ედავებიან ბრალდებულს.

„ბრალის დადგენილება იდენტურია ყველა იმ სხვა შემთხვევისა, რომელზეც დღემდე მიგვიწვდება ხელი, ანუ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირის შემთხვევაში, ეს არის 222-19 მუხლი, რომელიც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას გულისხმობს, მეორე მუხლი არის - 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ჯამურად, სასჯელის ოდენობა შეიძლება 4-დან 6 წლამდე იყოს.

ქმედების თანმიმდევრულობა და ბრალის დადგენილება ერთმანეთის იდენტურია, თუმცა ცალკე აღებულ ბრალში არ არის ნათქვამი თუ რაში გამოიხატა ნიკა გვენცაძის [დანაშაულებრივი] ქმედება. ზოგადი კონტექსტითაა საუბარი.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზოგად კონტექსტს შემდგომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა განმარტავს, საიდანაც იხსნება - კონკრეტულად რაში ედება პირს ბრალი.

წმინდა პროცესუალურად, იქნება ეს პოლიტიკურად მოტივირებული თუ სხვა კონტექსტის საქმე, საკმარისი არ არის ზოგადი განმარტება.

ამ ეტაპზე, მოკლებულები ვართ პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობებს - ქმედების აღიარებასთან ან ქმედების უარყოფასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 36 პირი დააკავა, რომელთა შორის არიან როგორც ორგანიზატორები, ასევე აქციის მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება