დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუზე - ბიბიმ მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ“, მე ვუთხარი: „ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია“ - ის ახლა ამას ძალიან კარგად ხვდება! ვფიქრობთ, „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს გაათავისუფლებს

ვფიქრობთ, „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იქ მძევლები საშინელ მდგომარეობაში არიან. მიწის სიღრმეში, ღრმად არიან. ვფიქრობთ, ისინი ორშაბათს დაბრუნდებიან, მათ შორის დაღუპულთა ცხედრებიც იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ „ახლა ისრაელი ყველას ისევ უყვარს“.

„ბიბიმ მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ“. მე ვუთხარი: „რაც მთავარია, ახლა მათ ისრაელი ისევ უყვართ. ბიბი, ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია“. ის ახლა ამას ძალიან კარგად ხვდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, „ჰამასმა“ 20 მძევალი კვირას ან ორშაბათს გაათავისუფლოს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს