მედია - ალექსანდრე ლუკაშენკომ ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება მათი პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ადასტურებს, ასევე ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით თქვენს მიერ არჩეული კურსის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერას აღნიშნავს“, - ნათქვამია მისალოც გზავნილში.

მედიის ცნობით, წერილში ლუკაშენკომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ბელარუსის ერთგულებას ხაზი გაუსვა.

„მიმაჩნია, რომ ხალხის წარმომადგენლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბელარუსსა და საქართველოს შორის რეგიონთაშორისი კავშირების გაფართოებაში და ახალი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობენ“, - აღნიშნულია წერილში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა