რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ტაჯიკეთში გამართულ შეხვედრაზე Azal-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საკითხი განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ტაჯიკეთში გამართულ შეხვედრაზე Azal-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში კომპენსაციის გადასახდელად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სისტემების მიერ გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია და რაკეტები რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქდა.

„შეგვიძლია ამ ტრაგედიის მიზეზები განვიხილოთ. ეს დაკავშირებულია რამდენიმე გარემოებასთან, პირველი ის არის, რომ ცაში უკრაინული დრონი იმყოფებოდა. ჩვენ სამ დრონს ვაკვირდებოდით. სავარაუდოდ, თვითმფრინავი ნამსხვრევებით დაზიანდა და არა რაკეტებით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს