თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტის, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ზვიად რატიანი მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ინფორმაციისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს დააკავეს. მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.

რატიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება