საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაში დასახელდა.

„ციფრული ბანკის განვითარების გზაზე ჩვენთვის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს გამარტივებული, სწრაფი და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება შევთავაზოთ. Global Finance-ის მიერ მინიჭებული მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ ჩვენი სტრატეგია ეფექტიანი და სამაგალითოა. მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს გაწეული ძალისხმევისთვის”, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან Bank of America, Citi, Revolut და სხვა.

გამარჯვებულები შეირჩნენ ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე. მონაწილეები გლობალურმა საკონსულტაციო, ტექნოლოგიურმა და აუთსორსინგის ლიდერმა კომპანიამ Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქტორებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება