პროკურატურა ზვიად რატიანისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად რატიანთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ზვიად რატიანის საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, ზვიად რატიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, ხოლო სასამართლომ ის დამნაშავედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო.

“ბრალდების მხარე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდებული, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 ივნისს თავს დაესხა პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით და ძალადობა განახორციელა მის მიმართ.

მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან ჩაბარდება დასაბუთებული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს