ადვოკატი - სასამართლომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის ქმედება არ წარმოადგენდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა მუხლზე, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის ქმედება არ წარმოადგენდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა აღნიშნული ქმედება 353-ე მუხლზე, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, - ამის შესახებ ზვიად რატიანის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალი, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ანუ პოლიციელზე თავდასხმის ჩადენა არ დაუდასტურა სასამართლომ ზვიად რატიანს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის ქმედება არ წარმოადგენდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა აღნიშნული ქმედება 353-ე მუხლზე, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და სასჯელის სახედ 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გავეცნობით დასაბუთებულ განაჩენს, ვნახავთ სასამართლოს არგუმენტებს და ვრცელ შეფასებას მოგვიანებით გავაკეთებთ, თუმცა, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს