პაატა სალია გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის გარდაცვალებასა და გიორგი ბაჩიაშვილის საქმის შესაძლო კავშირზე - ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება - გამოძიებამ უნდა დაადგინოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შეიძლება უკავშირდებოდეს, თუ არა გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს.

კერძოდ, „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, „როგორ ფიქრობთ, თვითმკვლელობის ამბავს შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი ბაჩიაშვილის ამბავი?“, სალიამ უპასუხა:

„მე ვერ გეტყვით ახლა. ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება, მგონია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ჰქონდა ამას კავშირი იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, როდესაც ვთქვათ, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემდგომ ამას სწორედ ჩვენი გამოძიების ფარგლებში და დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოჰყვა ის, რომ რამდენიმე პირმა თავის განცხადებით დატოვა სისტემა“.

პაატა სალიას თქმით, ფაქტი შემზარავი და წარმოუდგენელი იყო, რადგან არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.

„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. მართლაც შემზარავი ფაქტი იყო. ჩემთვის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა“.

შეგახსენებთ, გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი 8 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს, რასაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება