სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების, მათ შორის ნანა სანდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების - გოჩა ყატაშვილის, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილის, გიორგი კიკნაველიძისა და ნანა სანდერის სასამართლო მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა 4 ოქტომბერს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. როგორც ბრალდების მხარე განმარტავდა ბრალდებულებმა შესაძლოა, რომ ახალი დანაშაული ჩაიდინონ, მტკიცებულებები გაანადგურონ ან მიიმალონ. პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს, ასევე, დაცვის მხარე თანახმაა, რომ ბრალდებულების მიმართ - გირაო იყოს გამოყენებული. მათი თქმით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

ბრალდებული ნანა სანდერის ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს, რომ საქმის მასალებს გასცნობოდნენ, აქედან გამომდინარე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელსაც სხვა ადვოკატებიც დაეთანხმნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, კი მოსამართლის - ფიქრია სიქტურაშვილის მეუღლე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია, რაც მას აფიქრებინებს, რომ მოსამართლე არაობიექტური იქნება.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 36 ადამიანია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს