მოსამართლემ ნანა სანდერი სასამართლო პროცესიდან გააძევა

მოსამართლემ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ნანა სანდერი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

მიზეზი გახდა, ადვოკატების შუამდგომლობა, მოსამართლის - ფიქრია სიქტურაშვილის აცილებასთან დაკავშირებით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ნანა სანდერის რეპლიკა მოჰყვა:

"შენიშვნას აქეთ მოგცემთ თქვენ. ლეგიტიმური გგონიათ თავი? შენ არ გეგონოს შენი თავი ლეგიტიმური! აქ არ მთავრდება ცხოვრება", - მიმართა ნანა სანდერმა მოსამართლეს, რის შემდეგაც ის ფიქრია სიქტურაშვილმა დარბაზიდან გააძევა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების - გოჩა ყატაშვილის, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილის, გიორგი კიკნაველიძისა და ნანა სანდერის სასამართლო მიმდინარეობს. სასამართლო დაკავებულების მიმართ აღკვთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 36 ადამიანია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს