პროკურორი - განხორციელდა ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ არის მიმართული - ნანა სანდერი ერთ-ერთი ორგანიზატორია, „პოსტებში“ მოუწოდებს საზოგადოებას, გამართონ „უმოწყალო ცემა-ტყეპა“, „რევოლუცია“, „დიდგორი 2“

როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დაასაბუთა, სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში ვერ იქნებოდა მიზნების მიღწევა, რამეთუ დროის მოკლე ინტერვალში ბრალდებულთა მხრიდან განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ გახლავთ მიმართული , - ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორმა ერთ-ერთ ბრალდებულზე, ნანა სანდერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მტკიცებულებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ნანა სანდერი საპროტესტო აქციის ორგანიზებას ახდენდა.

„ნანა სანდერის ბრალეულობა დადასტურებული არის არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებით, მათ შორის გახლავთ მასმედიის საშუალებით გავრცელებული კადრების დათვალიერების ოქმები, „ფეისბუკ“ აპლიკაციის დათვალიერების ოქმები, სადაც მისი პოსტებით ნათლად დასტურდება, თუ როგორ ახდენდა საპროტესტო აქციების ორგანიზებას და როგორ ცდილობდა მის მიერ მობილიზებული ფულადი სახსრებით შეეძინა ინვენტარი აქციის მონაწილეებისთვის, რათა მათ, საბოლოო ჯამში, განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები.

ნანა სანდერი გახლავთ ერთ-ერთი ორგანიზატორი. მის მიერ გამოქვეყნებულ ღია საჯარო პოსტებში მოუწოდებს საზოგადოებას, გამართონ უმოწყალო ცემა-ტყეპა, რევოლუცია, დიდგორი 2, ასევე ფულადი სახსრების შესახებ შესახებ ინფორმაციებს ავრცელებდა, ავრცელებდა ასევე ინფორმაციას ვინ რომელ რიგში უნდა დამდგარიყო საპროტესტო აქციაზე, რათა აქციის მუხტი აწეულიყო.

მიზეზშედეგობრივი კავშირი რომ ავხსნათ, ვხედავთ ნანა სანდერის ქმედებას და, საბოლოო ჯამში, დამდგარ შედეგს.

სისხლის სამართლის კოდექსს აქვს თავისი მიზნები, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასაც აქვს თავისი მიზნები. ამგვარად, როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დაასაბუთა, სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში ვერ იქნებოდა მიზნების მიღწევა, რამეთუ დროის მოკლე ინტერვალში ბრალდებულთა მხრიდან განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ გახლავთ მიმართული“, - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს - გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება