ადვოკატი - ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი - მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო, ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის - მასთან კითხვები შეეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს

დაკავებული აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მისი ადვოკატი, მარიამ ჯიქია აცხადებს, ჩახუნაშვილი თავს მხნედ გრძნობს. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად თუ რას ედავებიან დაკავებულ აკადემიკოსს, ეს ადვოკატისთვის ამ დროისთვის უცნობია.

„ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი მოვინახულე წუხელ, 3 საათზე, იქამდე, 2-3 საათის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას მასთან შევსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომელ უწყებაში ჰყავდათ ის. გვიზღუდავდნენ უფლებას, ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებას დავსწრებოდით, ის ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. ბატონი გიორგი შემართებით, მხნედაა. ნახავდით ვიდეოსაც, რომელიც გავრცელდა, მის სახლთან დაახლოებით, 100-მდე საპოლიციო ძალა იყო მობილიზებული, მის სახლში შევიდნენ და ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის, მას ხელი არ მოუწერია არაფერზე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მისთვის დასმული კითხვები ეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს და იმას, რა მოტივაცია ჰქონდა, როცა პროევროპულ აქციებზე დადიოდა. ყოველ შემთხვევაში, ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი არ აქვს, მაგრამ მოლოდინი აქვს, რადგან ნადირობის სეზონი გამოცხადებულია, ყოველდღე ადამიანებს აკავებენ, შესაბამისად, მასაც ბრალს წაუყენებენ“, - განაცხადა ჯიქიამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზე აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი წუხელ, გვიან ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს. მის გარდა, გუშინ კიდევ 7 პირი, მათ შორის, ია დარახველიძე დააკავეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის