შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს მომავალში მივმართავთ - მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბრენდის ქვეშ მოქმედი ჯგუფების არაკონსტიტუციურად ცნობა მოვითხოვოთ

უცხოელები დუმან. მიხვდნენ, რომ დამატებითი მტკიცებულებები შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მიხვდნენ, რომ თავადაც გაიშარნენ ამ ყველაფერში, როგორც თანამონაწილეები სახელმწიფო გადატრიალებისა, ამიტომაც დუმან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მტკიცებულებები კიდევ უფრო გაბევრდა“.

„დიდ ისტერიას ვხედავდით „ნაცმოძრაობის“ მფარველების მხრიდან, თუმცა 4-მა ოქტომბერმა მტკიცებულებების ზღვა მოგვცა იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ და ჩვენ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრის შეუმდგარ სახელმწიფო გადატრიალებას ვუყურებდით არა მხოლოდ მართლწესრიგის აღდგენის კუთხით, არამედ ჩვენ და ჩვენი იურისტები ვუყურებდით ამ პროცესის ყველა დეტალს. დაემატა მტკიცებულებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ექსტრემისტული ძალაა, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს. უცხოელების დუმილი, მიხვდნენ, რომ დამატებითი მტკიცებულებები შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მიხვდნენ, რომ თავადაც გაიშარნენ ამ ყველაფერში, როგორც თანამონაწილეები სახელმწიფო გადატრიალებისა, ამიტომაც დუმან, რომ რაღაცნაირად „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი დააფარონ. 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მტკიცებულებები კიდევ უფრო გაბევრდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა ოპოზიცია იმაზე უნდა დაფიქრდეს, რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ხომ არ აქვთ ჩადენილი.

„სარჩელს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში ამ სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობ, რომ მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბრენდის ქვეშ მოქმედი ჯგუფების არაკონსტიტუციურად ცნობა მოვითხოვოთ.

ახლა კი, მე მგონია, რომ ოპოზიცია უნდა ფიქრობდეს იმაზე და იხსენებდნენ 4 ოქტომბრამდე გაკეთებულ განცხადებებს, იხსენებდნენ 4 ოქტომბერს მათ ქმედებებს, კარგად დაფიქრდნენ შემთხვევით რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ხომ არ აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო