ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 21 წლის ამირან დოლიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სპეცრაზმის თანამშრომელმა დაკავებისას ფიზიკურად იძალადა

4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 21 წლის ამირან დოლიშვილის ადვოკატის, მარი შათირიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სპეცრაზმის თანამშრომელმა დაკავებისას ფიზიკურად იძალადა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ დოლიშვილი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით დააკავეს. შათირიშვილმა დაკავებული ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

„21 წლისაა, ის არც ერთი პარტიის წევრი არაა, არც აქტივისტთა რიცხვში მოიაზრება, ის უბრალო მოქალაქეა, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა. შემდეგ, როცა მოწოდება განხორციელდა, მან პრეზიდენტის სასახლესთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა. როგორც თვითონ ამბობს, ათონელზე შიგნით არ ყოფილა შესული. ჯერ ბრალდება წარდგენილი არაა, კონკრეტულად რას ედავებიან, არ ვიცით. მე, როგორც ვიცი, შიგნით არ შეჭრილა, მისი დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა, როცა ის არასრულწლოვან, 12 წლის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. მისი თქმით, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა სახის არეში ძლიერად დაარტყა. ჩემთვისაც გაუგებარია, სპეცოპერაცია რატომ შეიძლება გახდეს 21 წლის ახალგაზრდის დასაკავებლად საჭირო, როცა ის თავის სახლში, არასრულწლოვან ძმასთან ერთად იმყოფება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამოღებულია მხოლოდ ტელეფონი“, - აცხადებს შათირიშვილი.

ცნობისთვის, ამირან დოლიშვილი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 45 პირიდან ერთ-ერთია. მას ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება