4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე სასამართლო პროცესზე - კანონმორჩილი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჩემთვის ძალადობა მიუღებელია - შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის დესპანი ვარ

კანონმორჩილი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჩემთვის ძალადობა მისაღები არაა. შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის დესპანი ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენების ფაქტზე დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ, ე.წ. მედროშემ განაცხადა.

მას შემდეგ, რაც მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოისმინა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს, ჭავჭანიძემ სიტყვით ისარგებლა.

„მთელი ცხოვრება ნებისმიერი ტიპის ძალადობის წინააღმდეგი ვარ, კანონმორჩილ ადამიანად ვითვლები, ჩემში არ ზის, რომ მოძალადე ვიყო და როგორ აღვიქვა ახლა ეს?

უამრავი მასალა დევს ჩემზე სუს-ში, ჩემზე ყველაფერი იციან“, - განაცხადა ჭავჭანიძემ.

მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განუმარტა, რომ პროკურატურამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, გადაწყვეტილებას კი მოსამართლე მიიღებდა.

„ემოციები გადადეთ, ასე არ გამოვა“, - მიმართა მას კალატოზიშვილმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება