ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე - საქართველოში სოკოთი მოწამვლის შემთხვევები გახშირდა - საკვებად ვარგისი სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები, რომლებიც ძალიან ძნელი გასარჩევია

ტოქსიკოლოგ თემურ კობიძის განცხადებით, საქართველოში სოკოთი მოწამვლის შემთხვევები გახშირდა, რაც ყველაზე მეტად იმერეთის რეგიონში ფიქსირდება.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, საკვებად ვარგისი სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები, რომლებიც ძალიან ძნელი გასარჩევია.

„საქართველოში, რეგიონების მიხედვით მოწამვლის შემთხვევებით ახლა იმერეთის რეგიონი ლიდერობს: ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, სადაც ყველაზე ხშირია გავრცელება. ასევე, მთელ კახეთში, სვანეთიდან ჩამოიყვანეს ორი ადამიანი. რაჭაშიც ვრცელდება, შიდა ქართლშიც. ყველა ადამიანს ჰგონია, რომ სოკო საკვებად ვარგისია. საკვებად ვარგისი სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები, რომელიც ძალიან ძნელად გასარჩევია, მით უმეტეს გამოუცდელი თვალისთვის“, - განაცხადა თემურ კობიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიძინონ სოკო ქუჩაში და თავი შეიკავონ თავად მოკრეფისგან.

„მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სოკოს თავად მოკრეფისგან, იქნება ეს ტყეში თუ მინდორში, რადგან საიმედო არ არის, შესაძლებელია ადვილად შეეშალოთ და მოიწამლონ. საბედნიეროდ, საქართველოში ლეტალური შემთხვევა არ გვქონია“, - განაცხადა მან.

როგორც ტოქსიკოლოგმა განმარტა, სოკოთი ინტოქსიკაცია ვითარდება ასევე მისი არასწორი შენახვის ან არასწორი კულინარული დამუშავების შედეგად.

„დაუწერელი კანონია, რომ სოკოთი მომზადებული კერძი არ შეიძლება დიდხანს იყოს შენახული, უნდა იყოს ემალირებულ ჭურჭელში, მაქსიმუმ მეორე დღემდე მაცივარში. მეორე დღის შემდეგ, მისი მიღება სასურველი არ არის“, - განაცხადა თემურ კობიძემ.

მისი განმარტებით, არსებობს ისეთი ჯიშის სოკოც, რომლის ალკოჰოლთან ერთად მიღების შედეგად ვითარდება მოწამვლა, რასაც ახასიათებს უგონო მდგომარეობა და კრუნჩხვა.

ამასთან, ტოქსიკოლოგმა სოკოთი ინტოქსიკაციის სიმპტომებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მას ახასიათებს კიდურების დაბუჟება, ცივი ოფლი, გულისცემის აჩქარება, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, ძლიერი სისუსტე და უგონო მდგომარეობა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო