ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ - ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას - დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას

ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას - დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,ევროპარლამენტი რჩება ხალხის, სახელმწიფოს მტკიცე მხარდამჭერად.

„განვიხილეთ შექმნილი ვითარება, ის უმძიმესი ვითარება რაც ქვეყანაშია. შეფასებები სრულიად ადეკვატურია და შესაბამისი რეალობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას, ცხადია „ქართული ოცნების” ასეთი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში რაიმე პროგრესზე საუბარიც კი ზედმეტია. მცდელობაა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი გადარჩეს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციები ყველა იმ პირს უნდა ეხებოდეს, რომელიც დამნაშავეა ამ ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებაში, უდანაშაულო ადამიანების დევნაში. სანქციები არ უნდა შეეხოს ხალხს. ამ დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას.

საუბარი იყო 4 ოქტომბერზეც, რაც მოხდა სამწუხაროდ გამოყენებულია “ქართული ოცნების” მიერ. რეალურად, ხაფანგში გაება ის ხალხი, რომელიც რაღაცას ჰპირდებოდა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს. ვფიქრობ, ხაფანგში გაებნენ და ახლა კარგად იყენებს “ქართული ოცნება” მიზნების განსახორციელებლად”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება